თეგებით ძიება

საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ეს არის ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი თაობების ოცნება, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი და ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობისთვის ოკუპაცია არის მთავრი გამოწვევა და ხელისუფლების მთავარი ამოცანა ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციაა.

"ბატონი ვარჰეის ვიზიტი არის მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ივნისის თვეში ისტორიული გადაწყვეტილება, როცა საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. რ თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაცია, ამასთანავე ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც ჩვენი მმართველი ძალისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და სწორედ ამ პასუხისმგებლობით და სულისკვეთებით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ბატონო კომისარო, თქვენ იცით, რომ საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ეს არის ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი თაობების ოცნება, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი და ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს.

ჩვენი მთავრობის დამსახურება არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი, მმართველი პარტიის დამსახურება; იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენ, ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთეთ და ეს არ იყო შემთხვევითი. ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი შრომა და ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშანწყალი დემოკრატიისა არ არსებობდა. არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო. ქვეყანამ სამი წლის დაგვიანებით დაიწყო პროცესი, ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენ დროს დაიწყო. ეს ყველაფერი ჩვენ გამოვასწორეთ და ძალიან მოკლე დროში ჩვენ ხელშესახები შედეგები დავდეთ, რითაც საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში.

ჩვენ ასევე კარგად გვესმის, თუ რა რეალობის წინაშე გვიწევს ცხოვრება. ეს არის ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა