თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შტაბი შეიქმნა? - რა ინფორმაციას ავრცელებს ლევან ხაბეიშვილი?

"ნაციონალურ მოძრაობაში" გამართულ ბრიფინგზე, სადაც ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, კიდევ ერთ კანდიდატს გიორგი ჩალაძეს მან შესთავაზა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეიქმნას შტაბი, რომელსაც სწორედ ჩალაძე უხელმძღვანელებს:

"მინდა, გამოვიდე ინიციატივით და გიორგი ჩალაძეს, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის ამ თვეების განმავლობაში აკეთებს ყველაფერს, შევთავაზო, "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა: პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი, ისინი, ვისაც აინტერესებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამ შტაბს გიორგი ჩალაძე ჩაუდგეს სათავეში",- თქვა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა