თეგებით ძიება

პოლიტიკური პროცესი უნდა წარიმართოს პროტესტის პარალელურად - სალომე სამადაშვილი

პოლიტიკური პროცესი უნდა წარიმართოს პროტესტის პარალელურად. არ მიმაჩნია, რომ პროტესტს სათავეში უნდა ჩაუდგეს ვინმე პოლიტიკოსი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტში ოპოზიციის როლზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, რაც უფრო ჰორიზონტალურია პროტესტი, მით უფრო უკეთესია.

„ოპოზიცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მუშაობს, არამედ ოთხივე პოლიტიკურ ჯგუფს გვაქვს ყველაზე ეფექტიანი საგარეო ფრონტი. ჩვენ ვახერხებთ იმას, რასაც ალბათ, მთელი სამინისტრო ემსახურება. აქ არ არის მხოლოდ ვაშინგტონი, საგარეო ფრონტზე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს დღეს ოპოზიცია. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის როლი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ სისტემური მუშაობის როლი არის ძალიან დიდი.

პოლიტიკური პროცესი უნდა წარიმართოს პროტესტის პარალელურად. არ მიმაჩნია, რომ პროტესტს სათავეში ვინმე პოლიტიკოსი უნდა ჩაუდგეს. ამის კარგი მაგალითია ბელარუსი, როდესაც გამოიკვეთა პროტესტის ლიდერი - სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელსაც შემდეგ აიძულეს ქვეყნიდან წასულიყო და ამით დასრულდა პროტესტი. ამიტომ, პირიქით, რაც უფრო ჰორიზონტალურია ეს პროცესი, მით უფრო უკეთესია“,- განაცხადა სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა