ბრიტანეთის ხელისუფლებამ ვიზაზე უარი 100-ზე მეტ რუს დიპლომატს უთხრა
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 2022 წელს 100-ზე მეტ რუსი დიპლომატისთვის ვიზის გაცემაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, კენ მაკკალუმმა განაცხადა.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს ევროპულმა ქვეყნებმა გააძევეს რუსეთის ხელისუფლების 600-მდე წარმომადგენელი, რომელთაგან უმეტესობა, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობდა.