თეგებით ძიება
14. 01. 2025 მსოფლიო

ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის - ანტონიო კოშტა

ჩინეთის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აცხადებს.

ამასთან, როგორც ანტონიო კოშტა აღნიშნავს, ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან.

„კონსტრუქციული სატელეფონო საუბარი მქონდა დღეს პრეზიდენტ სი ძინპინთან. შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობას. ხაზი გავუსვი ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აუცილებლობას. ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს დაბალანსებული და დაფუძნებული თანაბარ სათამაშო პირობებზე. 2025 წელს ორმხრივი ურთიერთობების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მოუთმენლად ველოდები ევროკავშირისა და ჩინეთის მომავალ სამიტს ბრიუსელში ამ წლის ბოლოს“, – დაწერა ანტონიო კოშტამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა