ჩვენ გვაქვს უცხოური ჩარევის შესახებ კანონები და ავსტრალიის არჩევნები ავსტრალიელების საქმეა - ავსტრალიის პრემიერი ილონ მასკს
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ ილონ მასკი გააფრთხილა, არ ჩაერიოს ქვეყნის მოახლოებულ არჩევნებში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ჩვენ გვაქვს უცხოური ჩარევის შესახებ კანონები ამ ქვეყანაში და ავსტრალიის არჩევნები ავსტრალიელების საქმეა“, - აღნიშნა ავსტრალიის მთავრობის მეთაურმა.
ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები მაისში გაიმართება.
მასკი არაერთხელ დაუპირისპირდა ავსტრალიის მთავრობას და მათ „ფაშისტები“ უწოდა გასული წლის სექტემბერში კანონმდებლობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის რეგულირებას სოციალურ მედიაში.