თეგებით ძიება

"5 წლის ბავშვს 500 დოლარი ძლივს აუგროვეს... ვიღაც, ქრისტეს ძვლის მკვნეტელს, 120 000 დოლარიანი მანქანა უყიდა მრევლმა" - რას წერს ნუგზარ სულაშვილი?

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 5 წლის ბავშვს 500 დოლარი ძლივს აუგროვეს, რომ მშობლებს სამგზავრო ბილეთები ეყიდათ.

"აი, ახლა ამ წუთას ქ. ლიბურნის ონკოლოგიურ ცენტრში ვიმყოფები. ეს ბავშვი 3 თვის წინ ჩამოიყვანეს ხაშურიდან. 5 წლის ბავშვს 500 დოლარი ძლივს აუგროვეს, რომ მშობლებს სამგზავრო ბილეთები ეყიდათ...
და ვიღაც, ქრისტეს ძვლის მკვნეტელს, 120 000 დოლარიანი მანქანა უყიდა მრევლმა.
ეს ბავშვი, ერთი თვით ადრეც, რომ ჩამოეყვანათ, დღეს მეორე მძიმე ოპერაცია არ დასჭირდებოდა.
რა დიდებულ პროექტზე და ქართულ საქმეზე გაქვს საუბარი? ვის რაში სჭირდება შენი მდიდრული ეკლესია და კელიები?! ყველაზე დიდი პროექტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა და არა ოქროს თაღიანი მონასტრების აშენება, სადაც ღმერთი არასოდეს შემოიხედავს.
ჩამოდი ჩემთან, სათითაოდ ჩამოგატარებ ყველა ბავშვის პალატასთან და გასწავლი, როგორ კეთდება ქართული საქმე, რომელსაც მამონად ქცეული მღვდელ-მთავრები კი არა, თქვენგან გარყვნილად და ათეისტად შერაცხული ევროპელები აკეთებენ, შენი თანამემამულეების გადასარჩენად.
ჩვენ ამ საქმეში, შესაწირს არავის ვთხოვთ მამაო.
ჩვენთან სიცოცხლე არ იყიდება", - წერს სულაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა