თეგებით ძიება

აჯაფსანდალი შეიძლება დავარქვათ ოპოზიციის მოთხოვნას - მიხეილ სარჯველაძე მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას აფასებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან პრემიერის ინტერპელაციის წესით დაბარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ აჯაფსანდალი შეიძლება დაერქვას ოპოზიციის მოთხოვნას.

“პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით გახლავთ დაბარებული. ეს ფორმალური პროცედურაა, თუმცა ამ მოთხოვნის შინაარსობრივ არგუმენტაციას ბევრი პრობლემა აქვს. ერთგვარი ნონსენსია. მოგეხსენებათ, რომ ევროინტეგრაციის 12 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტი მუშაობს. ვინც მოითხოვა 12 პუნქტზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხების მოსმენა, ის ხალხი პარლამენტში მოღვაწეობს და მათ ამ ტიპის საქმიანობაზე უარი განაცხადეს. მართლაც უცნაური ვითარებაა, თვითონ მოეთხოვებათ 12 პუნქტის ფარგლებში ნაბიჯების გადადგმა და პასუხებს სთხოვენ პრემიერ-მინისტრს მაშინ, როცა იციან, რომ ამაზე პასუხისმგებელი პარლამენტია. აჯაფსანდალი შეიძლება დავარქვათ იმ მოთხოვნას, რომელიც ინტერპელაციად ჩამოყალიბდა მისი ინიციატორების მხრიდან
, - განაცხადა სარჯველაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა