თეგებით ძიება

ისევ აქვს ტემპერატურა, სუსტადაა, ვერ მიიღო საკვები - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილს ერთდროულად რამდენიმე რთული დაავადება აქვს.

"მანამდეც ვიცოდი, რომ ეს დიაგნოზი, დემენცია, არის მაინც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და... ეს არის რაღაცა, აი, შეკრებილი ყველაფერი ერთად და გარდა ამისა, ცალკე კიდევ, დანართის სახით არის ყველა ამ სპეციალისტის, ვინც გასინჯა, ვინც იყო ჩამოსული, ერთი შვეიცარიელი, ერთი ბრიტანელი, იყო რამდენიმე ამერიკელი, 4 ექიმი იყო, ამათი დასკვნები კიდევ ცალკე დამოუკიდებლად მათი ხელმოწერით არის დანართის სახით.

დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო, ისევ ისეთი სიცხე ჰქონდა, როგორიც აქვს ყოფელთვის, ისევ ისეთივე სისუსტე, მითხრა, რომ ვერ მიიღო საკვები", - ამბობს გიული ალასანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა