თეგებით ძიება

ყველაზე მეტად რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს - თამარ გაბუნია სეზონური გრიპის შესახებ მოსახლეობას მიმართავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მონაცემების მიხედვით, სეზონური ვირუსების ცირკულაცია გასული წლებისგან არ განსხვავდება.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსების ცირკულაცია არ განსხვავდება გასული წლებისგან. მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი. შედარებით დაბალ პროცენტს აქვს ადენოვირუსი. გრიპის ვირუსი მხოლოდ ხუთი პროცენტია, რომელიც არის H3 ფორმით. H2 ფორმა კიდევ უფრო ცოტაა და ის ორ პროცენტშია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა