2024 წელს ტურისტული ვიზიტების 9%-ით, 5.1 მლნ-მდე გაიზარდა
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 5 091 732 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9%-ია.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურებს, აქ წლიური ზრდა 4.2%-ია და 7.3 მლნ ადამიანს აჭარბებს. პანდემიამდე 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები თითქმის 80%-ით არის აღდგენილი.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ტურისტული და საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2024 წლის მე-4 კვარტალში. კერძოდ, გასული წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1 098 890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა 8.4%-ია. 2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1,573,488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა 4.5%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენა 74.2%-ს შეადგენს.
2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან:
თურქეთი - 1,336,834 ვიზიტი;
ისრაელი - 310,982 ვიზიტი;
ყაზახეთი - 178,930 ვიზიტი;
ინდოეთი - 124,335;
ჩინეთი - 88,583 ვიზიტი;
საუდის არაბეთი - 88,298 ვიზიტი;
უზბეკეთი - 64,259 ვიზიტი;
ამერიკის შეერთებული შტატები - 51,728 ვიზიტი;
საფრანგეთი - 28,302 ვიზიტი;
საბერძნეთი - 27,557 ვიზიტი;
ქუვეითი - 27,277 ვიზიტი;
ლატვია - 22,297 ვიზიტი;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 14,889 ვიზიტი.
ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არ მოხვდა რუსეთის ფედერაცია, რომელიც ვიზიტორების რაოდენობით ტურიზმის სტატისტიკაში ლიდერობს ხოლმე. რა დინამიკა იყო შარშან რუსეთიდან ტურიზმის კუთხით, ეს ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.