თეგებით ძიება

"პატარა ბავშვები, რასაც დაინახავენ, ხელით რომ ეხებიან ან გემოს უსინჯავენ, ეგრე ვსინჯავ, ჩემ თავზე ვიზომებ სულყველაფერს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პატარა ბავშვები, რასაც დაინახავენ, ხელით რომ ეხებიან ან გემოს უსინჯავენ ყველფაერს თავადაც ანალოგიურ მდგომარეობაშია.

"პატარა ბავშვები, რასაც დაინახავენ, ხელით რომ ეხებიან ან გემოს უსინჯავენ, ეგრე ვსინჯავ, ჩემ თავზე ვიზომებ სულყველაფერს, რაც მიმიზიდავს, ან გამაცინებს, ან დამამწუხრებს, ან გამაბრაზებს, რომ უკეთ გავიცნო შეგრძნებები და მხოლოდ მერე ვახერხებ განზოგადებას. ხოდა ასეთი ხუმრობა ვნახე ნინოუკასთან: "რაც მეტად შევდივარ ასაკში, უკეთ მესმის კუდიანი დედაბრის, უღრან ტყეში რომ ცხოვრობდა და ყველას, ვინც ახლომახლო აღმოჩნდებოდა და მის შეწუხებას გაბედავდა, კლავდაო.." მეუთხარი, ნინო, რაჭაში გადაკარგვაზე რომ ვოცნებობ პენსიის ასაკიდან, ეგ ამბავი ხომ არაამეთქი. ხოდა გავცხონე კიდევ კარგად ეს დაფიქრება და არა, მეუთხარი. უღრან ტყეში კი დავსახლდები, მაგრამ გავარვარებულ ღუმელში არ შეგიძახებთ, თუ მესტუმრებითმეთქი. ხოდა სინამდვილეში პუტინზეა ეს ხუმრობა. ჰენზელი და გრეტელი ზელენსკები არიან", - წერს ფანჯიკიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა