უკრაინა უნდა იყოს მზად კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ახალი შეტევებისთვის - იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენ სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის თავდასხმების აცილებაში.
"პრეზიდენტ პუტინს სურს, დაანგრიოს უკრაინის ენერგოსისტემა და შეაჩეროს ოფიციალური კიევის მიმართ საბაზო დახმარება, რასაც მოკავშირეები აღმოუჩენენ. ამას კი ზამთრის დასაწყისში შეეცდება, რადგან სურს, ზამთარი, როგორც იარაღი, ისე გამოიყენოს. ეს საშინელებაა. ამიტომაც მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი შეტევისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.