თეგებით ძიება

"თუ კანადა ჩვენი 51-ე შტატი გახდება, მათი გადასახადები 60%-ზე მეტით შემცირდება" - დონალდ ტრამპის მორიგი მიმართვა კანადის, ჩინეთისა და გრენლანდიის შესახებ

"თუ კა­ნა­და ჩვე­ნი 51-ე შტა­ტი გახ­დე­ბა, მათი გა­და­სა­ხა­დე­ბი 60%-ზე მე­ტით შემ­ცირ­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი თა­ვი­სი­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"შო­ბას გი­ლო­ცავთ ყვე­ლას, მათ შო­რის, ჩი­ნე­თის შე­სა­ნიშ­ნავ ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც სიყ­ვა­რუ­ლით, მაგ­რამ არა­ლე­გა­ლუ­რად მარ­თა­ვენ პა­ნა­მის არხს (სა­დაც 110 წლის წინ, მის აგე­ბა­ში 38 000 ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ) და ყო­ველ­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ რომ ამე­რი­კე­ლე­ბი აქ მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლარს დე­ბენ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში, თუმ­ცა არა­ნა­ი­რი სი­ტყვა არ ეთ­ქმო­დეს.

ასე­ვე შო­ბას ვუ­ლო­ცავ ჯას­ტინ ტრუ­დოს, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, მაგ­რამ თუ კა­ნა­და ჩვე­ნი 51-ე შტა­ტი გახ­დე­ბა, მათი გა­და­სა­ხა­დე­ბი 60%-ზე მე­ტით შემ­ცირ­დე­ბა, მათი ბიზ­ნე­სე­ბი გა­ორ­მაგ­დე­ბო­და, გა­და­სა­ხა­დე­ბი კი შემ­ცირ­დე­ბო­და. ასე­ვე სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ ისე, რო­გორც არც ერთი სხვა ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში.

ანა­ლო­გი­უ­რად, შო­ბას ვუ­ლო­ცავ გრენ­ლან­დი­ის მო­სახ­ლე­ო­ბას, გრენ­ლან­დია ამე­რი­კას სჭირ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის და ვუ­ლო­ცავ მათ, ვი­საც სურთ, რომ აშშ იქ იყოს და ჩვენ იქ ვიქ­ნე­ბით", - წერს ტრამ­პი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა