თეგებით ძიება

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა - „ევრონიუსი“

წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსს“ აზერბაიჯანის სამთავრობო წყარომ ექსკლუზიურად დაუდასტურა.

წყაროების თანახმად, რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა.

სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ რომ თავდასხმა Pantsir-S-ის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან განხორციელდა. დაზიანებულმა თვითმფრინავმა რუსულ აეროპორტებში დაშვებაზე უარი მიიღო, მიუხედავად პილოტების არაერთი თხოვნისა, რის გამოც მათ კასპიის ზღვის გადაკვეთა და აქთაუში დაშვება მოუხდათ.

ბაქოში დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემა AnewZ აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S-დან გაისროლეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა