თეგებით ძიება

საქართველოს რეგიონებში ყოველი მეოთხე ბავშვი დაქორწინებულია - "გაეროს ფონდის" კვლევა

"გაეროს მოსახლეობის ფონდმა" გაასაჯაროვა კვლევა, რომლის მიხედვითაც მეოთხე ბავშვი საქართველოს რეგიონებში დაქორწინებულია.

,,გაეროს ფონდის" კვლევაში პირდაპირ წერია, რომ არასრუწლოვანთან შესაძლო ნიშნობის შემთხვევაში სამთავრობო უწყებების მხრიდან უმეტესად სწორი რეაგირება არ ხდება. ასეთ საქმეებზე ხშირად საპროცესო გარიგებები ფორმდება. კვლევის მიხედვით ასეთი 39 ქეისიდან საპროცესო შეთანხმება 20 პირს გაუფორმდა, მხოლოდ 11 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

"20-დან 24 წლის ახალგაზრდებს შორის 14%-ია დაქორწინებული 18 წლამდე ასაკში, ეს მაჩვენებელი ძალიან განსხვავებულია სოფლებსა და ქალაქებში. სოფელში 25%, ანუ ყოველი მეოთხე გოგონა დაქორწინებულია.

ერთია დამოკიდებულების შეცვლა და ეს პრაქტიკა იყოს მიუღებელი. მეორეა, როგორ რეაგირებს სახელმწიფო ამ ყველაფერზე, როცა მისი პრევენცია ვერ ხერხდება. სწორედ ამ მეორე ნაწილს ეხება ეს კვლევა", - აცხადებს ლეილა ბაქრაძე, ,,გაეროს ფონდის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა