თეგებით ძიება

შეიძლება დააყენონ საკითხიც, ავკრძალოთ ნაწარმოები "ომი და მშვიდობა" - მამუკა მდინარაძე თბილისის საახალწლო სლოგანზე

ამ ლოგიკით შეიძლება დააყენონ საკითხი, ავკრძალოთ ნაწარმოები "ომი და მშვიდობა" იმიტომ, რომ სიტყვაა "მშვიდობა", თან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იყოო იტყვიან ტოლსტოიო და თან მშვიდობაა სიტყვა ნახსენებიო, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერი, მამუკა მდინარაძე თბილისის საახალწლო სლოგანთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს.

"როგორ ლოგიკასა და ისტერიაში არიან იცით? ვიღაც რომ იყოს ვთქვათ ბოროტების სისტემის წარმომადგენელი, სიკეთეს თუ დააწერ ნებისმიერ რაღაცას გინდა სლოგანად მოიტანო გინდა შენობას რომ დააწერო "სიკეთე" ამის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. თუ მაგალითად უნდათ ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ჯვარი გააღიზიანებთ. ნუ რა ვიცი, ამ ლოგიკით შეიძლება დააყენონ საკითხი, ავკრძალოთ ნაწარმოები "ომი და მშვიდობა" იმიტომ, რომ სიტყვაა "მშვიდობა", თან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იყოო იტყვიან ტოლსტოიო და თან მშვიდობაა სიტყვა ნახსენებიო... ასეთ სიგიჟეში არიან წასულები, ასეთ უტოპიაში არიან წასულები და ამას სერიოზულად ლაპარაკობენ. ეს წარწერა უნდა მოვხსნათ, საერთოდ მოვაშოროთო. ხალხს, რომელსაც აღიზიანებს წარწერა „მშვიდობა“ მე მგონია, რომ სერიოზული შეფასებაც კი არ სჭირდება, ამიტომ ვხუმრობთ კიდევაც, მაგრამ მთლად სახუმარო ამბავი არ არის. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისაც სიტყვა მშვიდობაც კი აღიზიანებთ და შემდეგ სწყინთ ომის პარტიის წარმომადგენლებს რომ ვეძახით", - აცხადებს მდინარაძე.


ცნობისთვის, საქართველოს დედაქალაქის საახალწლო სლოგანმა "თბილისი არის მშვიდობის ქალაქი" უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა