თეგებით ძიება

რეალურად, სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტას აღელვებს - გიორგი ვოლსკი

"ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცოტას აღელვებს.

"ვფიქრობ, რეალურად, სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტა ადამიანს აღელვებს. სააკაშვილი კარგია მაშინ, როცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მისი მდგომარეობა შეიძლება გამოყენებული იყოს პიარულად. ოპონენტებს არანაირი სამართლებრივი ან სამედიცინო თვალსაზრისით დასაბუთებული პოზიცია არ გააჩნიათ და ამიტომ ქირაობენ პიარულ კომპანიას, რომელმაც უნდა შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა