თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა? - ექიმთა კონსილიუმის შეფასება ცნობილია

სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენ შეფასებას, ამ წუთას რაც შემიძლია გითხრათ იმის გამო, რომ ბევრ რამეზე ვერ ვსაუბრობ, რადგანაც ჯერ თანხმობა არ მაქვს, ჩემი კონსილიუმის შეფასებით, ეს მდგომარეობა სრულად შეესაბამება იმ პროგნოზს, რასაც ისინი აკეთებდნენ გაზაფხულზე, რომ მდგომარეობა ბევრი მიმართულებით კიდევ უფრო დამძიმდებოდა.

არსებული სიტუაცია სრულად შეესაბამება იმ ნეგატიურ პროგნოზს, რაც ჩვენი ექიმების მიერ გაკეთდა და მათი შეფასებით, თუ ასე გაგრძელდა ეს მდგომარეობა დამძიმდება და ძალიან პრობლემური იქნება. კონკრეტულად, რა იქნება ჩვენი პოზიცია, შეესაბამება თუ არა არსებული მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება თუ გადავადებას ამაზე ვმსჯელობთ და თუ გადავწყვეტთ გვექნება ჩვენი საჯარო პოზიცია", - აცხადებს ლომჯარია.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა