თეგებით ძიება
03. 12. 2022 მსოფლიო

ჩვენ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომი - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს რუსეთთან ომი.


"ჩვენ არ გვინდა ომი რუსეთთან. ჩვენ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომი“, - განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ მშვიდობა არ უნდა იყოს მხოლოდ ქაღალდზე.

რუსეთის მომავალზე საუბრისას ბლინკენმა განაცხადა, რომ არც ისე მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში, მნიშვნელოვანია რა პოლიტიკას გაატარებს რუსეთი.

"ყველაფერი, რის თავიდან აცილებასაც პუტინი ცდილობდა, დააჩქარა. დასავლეთში ჩვენ არ ვართ გაყოფილი. პირიქით, ჩვენ ვართ ერთიანები და უკრაინა უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე. რასაც რუსეთში ვხედავთ, კატასტროფაა რუსეთისთვის. მილიონზე მეტმა რუსმა დატოვა ქვეყანა. ეს შეიძლება იყოს დამღუპველი რუსეთისთვის“, - დასძინა ბლინკენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა