"შენგან, აფხაზეთის ომში, წამალზე გაყიდული ბიჭებიც ვიგლოვეთ და ჭუბერზე დამარხული ორსული გოგონაც" - ნუგზარ სულაშვილი გოგა ხაინდრავას მიმართავს
საფრანგეთში მოღვაწე "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში რეჟისორ, გოგა ხაინდრავას განცხადებს ეხმაურება.
"ვგლოვობდით გოგაია ნაბი**არო...
შენგან აოხრებულ თბილისში დახოცილ ბიჭებსაც ვგლოვობდით...
შენგან დამხობილი პრეზიდენტიც გამოვიგლოვეთ...
შენგან, აფხაზეთის ომში, წამალზე გაყიდული ბიჭებიც ვიგლოვეთ და ჭუბერზე დამარხული ორსული გოგონაც.
შენგან, საწვავ გადასხმული და დამწვარი ძმებიც ვიგლოვეთ...
აი, შენისთანა მძორს არ ეყოლება დამტირებელი, და თუ მაინც ვინმე გამოჩნდა, საფლავშიც ჩაგყოლია", - წერს ნუგზარ სულაშვილი.
შეგახსენებთ, გოგა ხაინდრავამ განაცხადა:
"სამარცხვინოებმა“, როდესაც ქვეყნის შვილები გმირულად იღუპებიან მტერთან ბრძოლაში, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოსო. ავღანეთში რომ იღუპებოდნენ გმირულად ჩვენი ბიჭები, მტერთან ბრძოლაში, სად იყო თქვენი ინსტინქტი?! რატომ არ გლოვობდით ჩვენს ძმებს?! თქვენ, ნაცო ფარისევლებო!".