თეგებით ძიება
06. 12. 2022 მსოფლიო

ომის დაწყებიდან დღემდე, 443 ბავშვი დაიღუპა - რამდენი არასრულწლოვანი მოკლეს ოკუპანტებმა?

უკრაინაში ომის დაწყებიდან 443 ბავშვი დაიღუპა, 853-ზე მეტი კი დაშავდა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან საუბარია მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა. პროკურატურის თქმით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა ახლა შეუძლებელია.

ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო იერიშების შედეგად დაზიანდა 2 719 სასწავლო დაწესებულება, აქედან 332 მთლიანად დანგრეულია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა