თეგებით ძიება
26. 04. 2024 მსოფლიო

74 წლის ქალმა ბანკი გაძარცვა - სად მოხდა შემთხვევა? (ვიდეო)

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში პოლიციამ დააკავა მოხუცი ქალი, რომელმაც ბანკი გაძარცვა. ამის შესახებ USA Today იუწყება.

19 აპრილს, ქალაქ ჰამილტონში მცხოვრები  74 წლის ენ მაიერსი ბანკში შევიდა, ოპერატორს იარაღი დაუმიზნა და ფული მოითხოვა. ფულის მიღების შემდეგ ქალმა დანაშაულის ადგილი უნომრო ავტომობილით დატოვა. მიუხედავად  იმისა, რომ მაიერსს ძარცვის დროს ნიღაბი ეკეთა, პოლიციამ მისი ვინაობა სწრაფად დაადგინა. როდესაც ქალის სახლში სამართალდამცავები მივიდნენ, ენმა დანაშაული მაშინვე აღიარა. როგორც გაირკვა, ადრე ქალბატონს კანონი არასოდეს დაურღვევია. ოჯახის წევრების მონაყოლიდან გაირკვა, რომ ბანკის ძარცვამდეე ცოტა ხნით ადრე მოხუცი ინტერნეტში თაღლითებს გადაეყარა და მთელი დანაზოგი მათ გაუგზავნა.

„მომხდარის გამო, ზოგიერთმა შეიძლება მაიერსი მსხვერპლად მიიჩნიოს, მაგრამ ასე არაა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ქალმა ყაჩაღობა ჩაიდინა, რაც მძიმე დანაშაულია“ - ვკითხულობთ პოლიციის სპიკერის, ბრენდონ მაკროსკის USA Today-სთვის გაგზავნილ წერილში.

მაკროსკიმ მაიერსის მდგომარეობას "ძალიან სამწუხარო და დასანანი" უწოდა. 

დანაშაულამდე ცოტა ხნით ადრე ქალი ბანკის ძარცვაზე ახლობლებს ესაუბრა, მაგრამ მათ მოხუცის სიტყვები სერიოზულად არ მიუღიათ. 

ამჟამად მაიერსი ციხეშია. ის სასამართლოს პირველ სხდომამდე არ გათავისუფლდება.

ვიდეო:


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა