თეგებით ძიება

პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო რეჟიმში­ შეხვედრა ჩანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დიპლომატიური კორპუსისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა