თეგებით ძიება

„ზონდით კვება, როცა ადამიანი გონზეა, აკრძალულია“ - ანესზთეზიოლოგი „ვივამედის“ დირექტორს პასუხობს

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ როცა ადამიანი გონზეა, მისი ზონდით კვება აკრძალულია.

"ძალით კვება (ზონდით), როცა ადამიანი გონზეა, აკრძალულია საერთაშორისო დადგენილებით" - აცხადებს გიორგი გრიგოლია.

ის ასევე ამბობს, რომ "თუ ადამიანი ჯერ კიდევ გონზეა, და ის განზრახ არ იღებს საკვებს, ამას ჰქვია შიმშილი და თუ იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ეს ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს ისტორიაში და ამას ხელი უნდა მოაწეროს პაციენტმა, რის შემდეგაც კლინიკა თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან".

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ზონდით კვების გამოყენების ალბათობასთან დაკავშირებით, "ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა ისაუბრა. თუ მან თქვა, რომ თუ სააკაშვილმა ასე გააგრძელა შერჩევითი კვება, შერჩევით დღეებში, შერჩევით პერიოდში, მაშინ იძულებული იქნებიან ზონდით კვება გამოიყენონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა