თეგებით ძიება
12. 12. 2022 მსოფლიო

ირანში, კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს - რატომ ჩამოახრჩვეს ახალგაზრდა კაცი?

ირანში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, მაჯედ რეზა რაჰნავარდი ქალაქ მაშჰადში სიკვდილით დასაჯეს.

როგორც ცნობილია, რაჰნავარდის ბრალად ედებოდა უშიშროების ძალების ორი წევრის დაჭრა და მკვლელობა.

პროტესტი ირანში, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია. მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა