პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ არ გვქონია ომი ახლო აღმოსავლეთში - ტრამპი ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება
მსოფლიო ცეცხლშია გახვეული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს.
ტრამპი ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის დაწყებას ეხმაურება.
„პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ არ გვქონია ომი ახლო აღმოსავლეთში. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა არ მოხდებოდა, თეთრ სახლში მე
რომ ვყოფილიყავი“, – აღნიშნავს ტრამპი.
ცნობისთვის, ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს.