თეგებით ძიება

დავლოცე და ვუთხარი, რომ სამ თვეში იქნებოდა ფეხმძიმედ. მოვიდა ეს გოგო და მითხრა, რომ 3 თვეში დაფეხმძიმდა - რას ამბობს მერაბ დეკანოსიძე? (ვიდეო)

მამა, მერაბ დეკანოსიძე ჩვენი დროის ხილული და უხილავი სასწაულების შესახებ "რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრობს.

"მონასტრიდან, რომ ჩამოვედი დიდ დიღომში ეკლესია შენდებოდა, უწმინდესმა მიმიყვანა, მოატანინა ნაკურთხი წყალი, მკითხა სახელი, მითხრა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა და სწრაფად ამეშენებინა ტაძარი. ისეთი მადლი გადმომეცა, ვიგრძენი, რომ სულ სხვა ადამიანი ვიყავი. მას შემდეგ დავიწყე ხატების წერა..

მოდის მრევლი და მეუბნება 8 წელია შვილი არა მყავდა და დამლოცე იქნებ მოხდეს რაღაცო… დავლოცე და ვუთხარი, რომ სამ თვეში იქნებოდა ფეხმძიმედ.

მოვიდა ეს გოგო და მითხრა, რომ 3 თვეში დაფეხმძიმდა.

8 წლის განმავლობაში 3 000-მდე ადამიანია ასეთი, ვისაც შვილი გაუჩნდა… ყველაზე საინტერესო იყო 52 წლის ქალბატონი, რომელსაც 19 წელი შვილი არ ჰყავდა…

მქონია შემთხვევა, რომ არ მინახია მშობლები და დისტანციურად ვუგზავნი ხატს, ვიწყებ ლოცვას და ტელეფონით კომუნიკაციის შემდეგ შედეგი არის.

იტალიაში მცხოვრები, რომელსაც 3-ჯერ ხელოვნური განაყოფიერება ჰქონდა გაკეთებული, ექიმებმა უთხრეს, რომ შვილი არ ეყოლებოდათ და ახლა ჰყავთ..

ასევე ვკითხულობ ნაყოფის შენარჩუნების ლოცვებს“, - ამბობს მერაბ დეკანოსიძე გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმის“ ეთერში.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა