თეგებით ძიება
20. 12. 2022 მსოფლიო

რუსი სამხედროები აჩვენებენ, თავგანწირვის განსაკუთრებულ მაგალითებს - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსი სამხედროები გამბედაობისა და თავგანწირვის განსაკუთრებულ მაგალითებს აჩვენებენ.

"ჩვენს ქვეყანას არაერთხელ ჰქონდა განსაცდელი, დაიცვა თავისი სუვერენიტეტი. დღეს რუსეთი ისევ იმავე გამოწვევის წინაშე დგას. ხოლო სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები, ოფიცრები, მილიციელები და მოხალისეები აჩვენებენ გამბედაობისა და თავგანწირვის განსაკუთრებულ მაგალითებს.

ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით, აღფრთოვანებული ვართ იმ ადამიანების გამძლეობითა და გამბედაობით, რომლებიც სამშობლოსათვის რთულ მომენტში მისი დაცვისთვის იბრძვიან“, - აღნიშნა პუტინმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა