უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, როგორც უკრაინამ, ასევე, რუსეთმა - ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, როგორც უკრაინამ, ასევე, რუსეთმა.
"მშვიდობა მოითხოვს მოლაპარაკებას, უპირველეს ყოვლისა, გარანტიებს უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ეს ეხება უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას, მაგრამ, ასევე, რუსეთისთვის, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი მხარისთვის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის ხალხი, ვინც ამის მომზადებაზე და ამაზე მუშაობაზე უარს ამბობს, სრულმასშტაბიანი ომის მომხრეა, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავს.