"ის რაც ხვიჩა კვარაცხელიას აკადრეს, პირდაპირ ანტიქრისტეს მეჯლისია..." - რას წერს ლალი მოროშკინა?
პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას პრეზერვატივზე გამოსახვის ფაქტს ეხმაურება.
"ის რაც ხვიჩა კვარაცხელიას აკადრეს,
არა უბრალოდ ბოროტება და ზნედაცემულობა,
არამედ პირდაპირ
ანტიქრისტეს მეჯლისია...
იმედია მთავრობა ამას კანონის ჩარჩოს მოარგებს...", - წერს პიარსპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ "აიისამ" ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატი გამოუშვა.