თეგებით ძიება

"მოვარდნად" და "დანაშაულად", საპროტესტო აქციებს მხოლოდ კომუნისტები მიიჩნევდნენ" - ნანა კაკაბაძე პრეზიდენტს

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

"ჩემო" პრეზიდენტო! თქვენი მსგავსება რუსის ნამესტნიკთან იდენტურია.
დასავლეთი (საიდანაც თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში), ჯერ კიდევ ბნელ 70 იანებში, საბჭოთა ბანაკის მოქალაქეებს გვასწავლიდა, რომ მშვიდობიანი მიტინგი და მანიფესტაცია, გამოხატვის ფუნდამენტური უფლებააო, მითუმეტეს თუ ეს ხდება სახელმწიფო შენობებთანო.
თქვენთვის ეს არავის აუხსნია არც იქ და არც აქ?

"მოვარდნად" და "დანაშაულად"(როგორადაც თქვენ მონათლედ), საპროტესტო აქციებს მხოლოდ კომუნისტები მიიჩნევდნენ.
ქ-ნო პრეზიდენტო, თქვენ თმენის ვალდებულება გამოიჩინეთ მაშინ, როდესაც ნაციონალები თქვენს რეზიდენციასთან გაგინებდნენ და პიროვნულ შეურაცხყოფას გაყენებდნენ.

როგორ ფიქრობთ, რომელ შემთხვევაში იყავით ადექვატური?
არაადექვატურობა თქვენი სისტემატიური პრობლემაა თუ 29 დეკემბერი იყო გამონაკლისი?
პ.ს. რუსულს რითი მიამსგავსეთ რეზიდენციის წინ ულამაზესი საახალწლო სოფელი გაუგებარია, მაგრამ თქვენი მსგავსება რუსის ნამესტნიკთან იდენტურია", - მიმართავს სალომე ზურაბიშვილს ნანა კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან საქართველოს ემსამე პრეზიდენტის შესაძლო შეწყალების გასაპროტესტებლად ქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა და მათი მისვლა "მოვარდნად" შეაფასა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა