თეგებით ძიება
15. 03. 2023 ვიდეო

ხვიჩა კვარაცხელიამ გუტის საჩუქარი მიიღო - რა წერია წერილში, რომელიც ეპანელმა ხვიჩას გაუგზავნა? (ვიდეო)

"ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანელი ლეგენდისგან, გუტისგან საჩუქარად მაისური მიიღო. 

მაისურს თან ახლდა წერილი, რომელიც ხვიჩას ბაზაზე წაუკითხეს:  "იმედი მაქვს, მოგეწონა მაისური და შენი ოცნებები ახდება. გელოდები მადრიდში".

კვარამ გუტის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისთვის საჩუქარი მასაც აქვს.

"გუტისთვისაც მეც მაქვს საჩუქარი. გამოგიგზავნი...  გმადლობ მაისურისთვის და შეტყობინებისთვის. ფეხბურთის ლეგენდა ხარ. გმადლობ“ - თქვა კვარაცხელიამ.

ცნობისთვის,"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კუმირი ესპანელი ფეხბურთელი, გუტია, რომლისგანაც საჩუქარად მაისური მიიღო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა