ინფორმაცია, რომ თითქოს, ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, დეზინფორმაციაა - ომბუდსმენის აპარატი
სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, რაც დეზინფორმაციაა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისეკო დევიძე მოინახულა დავაკების დღესვე და ასევე შიმშილობის დაწყების შემდეგაც.
„აღნიშნული პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 19 ნოემბერს, დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მისი განცხადების საფუძველზე გაკეთდა შესაბამისი ოქმი და რეაგირებისთვის გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
რაც შეეხება შიმშილობას, გუშინ შემოვიდა ზარი შიმშილობის დაწყების შესახებ და დღეს კვლავ მოინახულა პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმარს პირადად სახალხო დამცველთან შეხვედრის მოთხოვნა არ დაუფიქსირებია.
სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს საქმის შესწავლას და დაინტერესებულ მხარეებს მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ისაკო დევიძეს, რომელიც საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დააკავა, საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე აცხადებს, რომ იზოლატორში მშრალ შიმშილობას იწყებს.