"ხვიჩა რომ კარგი ქართველია, ეს ვიცით, მაგრამ.." - რას წერს თეა წულუკიანი ხვიჩა კვარაცხელიაზე?
კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი "ფეისბუქში" აზიარებს ვიდეოს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია უკრაინასთან მატჩის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის გმირული თამაშის შესახებ საუბრობს. წულუკიანი "კვარას" შესახებ აკეთებს აქცენტს ადა აღნიშნავს, რომ ხვიჩას "თანაგუნდელის შექება არასდროს ავიწყდება"
"ეს ბიჭი რომ კარგი ქართველი კაცია და თან ვარსკვლავია, იცის ყველამ, მაგრამ მე მუდამ იმას ვაკვირდები, რომ გუნდის წევრის შექება არასოდეს გამორჩება და საერთო წარმატებაში თანამებრძოლის როლის აღნიშვნა. აფერუმ მის მშობელს", - წერს თეა წულუკიანი.