თეგებით ძიება
08. 04. 2023 სპორტი

პიკეს, რომელმაც შაკირას უღალატა, შეყვარებულმა "ბარსას" ყოფილ მწვრთნელთან უღალატა

ფეხბურთელ, ჟერარდ პიკეს ახალმა შეყვარებულმა კლარა ჩიამ, რომელთანაც ფეხბურთელი მომღერალ შაკირას ღალატობდა, სავარაუდოდ, "ბარსელონას" საფეხბურთო კლუბის ყოფილ მწვრთნელთან, ხოსეპ გვარდიოლასთან უღალატა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემები Sport და El Comercio იუწყებიან.

მათი ცნობით, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჭორებია და მტკიცებულების მოპოვებას ცდილობენ. ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ კლარას ღალატი შეიძლება იყოს შესანიშნავი „ბუმერანგი“ პიკესთვის, რომელმაც შაკირას უღალატა.

ცოტა ხნის წინ შაკირა შვილებთან ერთად ბარსელონადან მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად, პიკემ კი ამის შესახებ ბოლო წუთებში გაიგო და ახალ სკანდალშიც გაეხვა. შაკირას ლათინოამერიკელი უწოდა, მის ფანებს კი ველურები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა