თეგებით ძიება

"დიახ, უსაფრთხო და ეფექტურია" - რას წერს ექიმი არჩილ მარშანია პრეპარატ ვო­სო­რი­ტიდ­ზე?

ექი­მი, არ­ჩილ მარ­შა­ნია აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ ვო­სო­რი­ტიდ­ზე ინფორმაციას ავრცელებს.

"ეფექ­ტუ­რია თუ არა წა­მა­ლი?

დიახ, წა­მა­ლი უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია. ამ მე­დი­კა­მენ­ტმა ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში აჩ­ვე­ნა, რომ ბავ­შვე­ბის ზრდის ხელ­შე­წყო­ბა პლა­ცე­ბოს ჯგუფ­თან შე­და­რე­ბით 1,57სმ-ა წე­ლი­წად­ში. კვლე­ვე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ორმა სა­ა­გენ­ტომ, ამე­რი­კის კვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა დმი­ნის­ტრა­ცი­ამ (FDA) და ევ­რო­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტომ (EMA) ვო­სო­რი­ტიდს მი­ა­ნი­ჭა ავ­ტო­რი­ზა­ცია, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ის არის უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტი, მისი სარ­გე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით აღე­მა­ტე­ბა პო­ტენ­ცი­ურ გვერ­დით მოვ­ლე­ნებს.

აქვს თუ არა მე­დი­კა­მენტს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი?

"არ არის ცნობილი მისი ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე..." - რას აცხადებს თამარ გაბუნია პრეპარატზე, რომლის შემოტანასაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები ითხოვენ?

აქვს, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა ნე­ბის­მი­ერ მე­დი­კა­მენტს. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ ვი­ცით, რომ გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა იყო მსუ­ბუ­ქი და არც ერთი მწვა­ვე ალერ­გი­უ­ლი ან სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა.

რა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტის გარ­შე­მო?

კი­თხვის ნიშ­ნე­ბი რჩე­ბა ის, რომ ასე­თი და­დე­ბი­თი შე­დე­გის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, პოსტმარ­კე­ტინ­გუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბი­სას გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა ეს და­დე­ბი­თი ეფექ­ტი პუ­ბერ­ტულ ზრდა­ში, აქონ­დროპ­ლა­ზი­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში, სხე­უ­ლის სეგ­მენ­ტურ პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბა­ზე, ზრდის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ბო­ლოო სი­მაღ­ლე­ზე და ა.შ. რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მო­ლო­დი­ნი ამ ეტაპ­ზე არც თე­ო­რი­უ­ლად და არც პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის.

რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა თუ აფი­ნან­სებს ამ წა­მალს?

დიახ აფი­ნან­სებს. ზო­გა­დად რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში მა­სი­უ­რად მო­ი­ძებ­ნე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც ასეთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მე­დი­კა­მენტს სა­კუ­თა­რი ჯი­ბით და­ა­ფი­ნან­სებს.შე­სა­ბა­მი­სად და­ფი­ნან­სე­ბა ხდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ან სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვის მიერ ან კერ­ძო და­ზღვე­ვის მიერ ან კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად.მა­გა­ლი­თად საფ­რან­გეთ­ში ის ხელ­მი­საწ­ვდო­მია და მთელ ხარ­ჯებს იღებს სა­ხელ­მწი­ფო + ნა­წილს კერ­ძო და­ზღვე­ვა ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ფონ­დი.მე­ტიც, საფ­რან­გეთ­მა თა­ვად მი­ა­ნი­ჭა გა­და­უ­დე­ბე­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია FDA და EMA-ს დას­კვნა­მე­დე რომ აქონ­დროპ­ლა­ზი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს მალე ქო­ნო­დათ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ამ მე­დი­კა­მენტზე.

ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტის გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე?

ეს შე­კი­თხვა ზო­გა­დად უში­ნა­არ­სოა და ემ­სა­ხუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნას არ ახ­სოვს ვინ­მე იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე ან მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­სე­ბუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ერ მე­დი­კა­მენტზე თუ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ზე, ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა აუხ­სნას პა­ცი­ენტს რა ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს ამ მე­დი­კა­მენ­ტსა თუ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ზე, რა სა­ვა­რა­უ­დო სარ­გე­ბე­ლი და გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი პა­ცი­ენ­ტი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი.ეს პრო­ცე­აი ერთი და იგი­ვეა ანალ­გინ­ზეც, ვო­სო­რი­ტიდ­ზეც, კბი­ლის ამო­ღე­ბა­ზეც და ში­ლა­ქის გა­კე­თე­ბა­ზეც.არ­სად გა­რან­ტია არა­ფერ­ში არ არ­სე­ბობს და თუ ვინ­მე რა­ი­მე სა­ხის გა­რან­ტი­ას გას­ცემს ან იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ე.ი ის ვი­ღაც შარ­ლა­ტა­ნია ან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და/ან აქვს ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის ინ­ტე­რე­სი. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით არ არ­სე­ბობს არც ერთი მი­ზე­ზი იმის­თვის რომ ჩავ­თვა­ლოთ თით­ქოს რის­კი მეტი აქვს ამ მე­დი­კა­მენტს ვიდ­რე სარ­გე­ბე­ლი. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ“, - წერს არჩილ მარშალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა