თეგებით ძიება
03. 05. 2023 ვიდეო

იყო პუტინის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა - რა არის ცნობილი კრემლზე თავდასხმის შესახებ? - VIDEO

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ კრემლში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის სასახლეზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის მიიტანა სცადა.

კრემლში განაცხადეს, რომ თავდასხმა პუტინის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა იყო და რუსეთი იტოვებს უფლებას, რომ "საპასუხო ზომები მიიღოს“.  

თავდასხმის გარემოებები

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კრემლში პუტინის რეზიდენციისკენ ორი უპილოტო საფრენი აპარატი იყო მიმართული.

კრემლის განცხადებით, სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, მოწყობილობები ჩამოაგდეს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი კრემლის შენობას ხვდება. მოწყობილობა, სავარაუდოდ „კამიკაძე“ დრონია. 

უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტების ჩამოვარდნასა და მიმოფანტვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კრემლის შეფასება

მოსკოვი თავდასხმას განიხილავს, როგორც „გეგმურ ტერორისტულ აქტს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას“.

პუტინი არ დაშავებულა და მისი განრიგიც არ შეცვლილა. კრემლის ცნობით, „პრეზიდენტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“. 

"რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები სადაც და როცა მიზანშეწონილად ჩათვლის“, - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. 

თავდასხმის მიუხედავად, რუსეთში 9 მაისის აღლუმი გაიმართება

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თავდასხმა 9 მაისის წინ განზრახ განხორციელდა, რადგან ღონისძიებაზე უცხოელი სტუმრების დასაწრებაც არის შესაძლებელი. 

პესკოვი აცხადებს, რომ ინციდენტი კრემლის გეგმებზე გავლენას არ მოახდენს და 9 მაისის აღლუმი წითელ მოედანზე გაიმართება. 

დრონის გაშვების აკრძალვა

კრემლის განცხადების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა რუსეთის დედაქალაქში დრონების გაშვების აკრძალვა. 

უკრაინულ მხარეს მომხდარის შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რიმ რუსეთ-უკრაინას შორის ომი 2022 წლიდან მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა