თეგებით ძიება

ივანიშვილს თავისუფლად შეუძლია, პინგვინი პრეზიდენტად დანიშნოს - სერიოზულად ყაველაშვილზე როგორ ვისაუბრო?.. - გია ხუხაშვილი

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბას ნიშ­ნავს. მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს “თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია, პინგვი­ნი პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ნოს, რად­გან ამის უფ­ლე­ბა მის­ცეს“.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­როვ­ნე­ბის კულ­ტი დამ­ყარ­და, ეს ხომ არ არის მხო­ლოდ ერ­თპარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, რე­ლი­გი­უ­რი აღ­ქმაა ამ ყვე­ლაფ­რის. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პი­როვ­ნე­ბის კულ­ტია, მისი სურ­ვი­ლი არის კა­ნო­ნი. მას შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი მო­საზ­რე­ბით, რაც შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას­თვის გა­უ­გე­ბა­რი იყოს, რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას. მას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია, პინგვი­ნი პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ნოს, ამის უფ­ლე­ბა მის­ცეს. გარ­კვე­ულ­წი­ლად დაგ­ვცი­ნის კი­დეც. მის ამ ნა­ბი­ჯში ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი ირო­ნია არის. ამით ის ხაზს უს­ვამს, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ყვე­ლა და რო­გორ აბ­სურ­დუ­ლად შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი აბ­სურ­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ამის ფუ­ფუ­ნე­ბა აქვს მას პი­რა­დად. რა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო მეტი? სე­რი­ო­ზუ­ლად ყა­ვე­ლაშ­ვილ­ზე რო­გორ ვი­სა­უბ­რო? ვერ ვი­სა­უბ­რებ...“,-გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა