თეგებით ძიება

მიხეილ ყაველაშვილის საფეხბურთო კარიერა, ოჯახი, განათლება - რა არის ცნობილი ბაგრატიონების სიძესა და პრეზიდენტობის კანდიდატზე

"ხალ­ხის ძა­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტია.

ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პარ­ტი­ა­ში გა­მარ­თულ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე წა­რად­გი­ნა.

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1971 წლის 22 ივ­ლისს ბოლ­ნის­ში და­ი­ბა­და,

სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა

1990 წლი­დან იწყე­ბა მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 46 მატ­ჩი.

1988-1995 წლებ­ში იყო "დი­ნა­მო თბი­ლი­სის“, ფეხ­ბურ­თე­ლი; 1994-1995 წლებ­ში"ალა­ნია-ვლა­დი­კავ­კაზ­ში“ თა­მა­შობ­და, 1995-1997 წლებ­ში კი "მან­ჩეს­ტერ-სიტი“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ირი­ცხე­ბო­და; 1997-1999 წლებ­ში "გრა­სჰო­ფე­რის“, 1999-2002 წლებ­ში "ცი­უ­რი­ხის“, 2002-2003 წლებ­ში კი "ლუ­ცერ­ნის“ ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­ლდათ; 2003-2004 წლებ­ში "სი­ონ­ში“ თა­მა­შობ­და; 2004-2005 წლებ­ში „არა­უ­ში“; 2004 წელს ისევ „ალა­ნია-ვლა­დი­კავ­კაზ­ში“ დაბ­რუნ­და; 2005-2006 წლებ­ში კი „"გა­ზე­ლის" მა­ი­სუ­რით გა­მო­დი­ო­და. ამ კლუბ­ში და­ას­რუ­ლა აფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა.

2016 წელს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ფეხ­ბურ­თო ექ­სპერ­ტი; 2009 წლი­დან FiFPro, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტი. 2006 წელს მო­ი­პო­ვა შვე­ი­ცა­რი­ის სამ­წვრთნე­ლო გა­ნათ­ლე­ბის C კა­ტე­გო­რი­ის ლი­ცენ­ზია; 2009 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლი­ოს ფეხ­ბურ­თელ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (FIFPro) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტი; „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ სა­ფეხ­ბურ­თო ექ­სპერ­ტი და არა­ერ­თი პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი; 2014 წელს შე­ი­მუ­შა­ვა ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია „ტა­ლან­ტე­ბის ფაბ­რი­კა“; 2016 წელს მო­ი­პო­ვა უეფა-ს მწვრთნელ­თა გა­ნათ­ლე­ბის B კა­ტე­გო­რი­ის ლი­ცენ­ზია.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ფეხ­ბურ­თო ექ­სპერ­ტი 2009

FiFPro, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტი 2005 - 2006

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია 2016 წლი­დან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ის "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ წარ­მო­ად­გენ­და.

გა­ნათ­ლე­ბა

პარ­ლა­მენ­ტის სა­იტ­ზე მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის გრა­ფა ცა­რი­ე­ლია. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მი­ღე­ბუ­ლი აქვს შვე­ი­ცა­რი­ის სამ­წვრთნე­ლო გა­ნათ­ლე­ბის C კა­ტე­გო­რი­ის ლი­ცენ­ზია, ასე­ვე უეფა-ს მწვრთნელ­თა გა­ნათ­ლე­ბის B კა­ტე­გო­რი­ის ლი­ცენ­ზია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის 1989 წელს ჩა­ი­რი­ცხა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე, თუმ­ცა მე­ო­რე კურ­სის შემ­დეგ სწავ­ლა შე­წყვი­ტა. ეს ცნო­ბი­ლი გახ­და 2015 წელს, რო­დე­საც ის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე ცდი­ლობ­და კენ­ჭის ყრას, თუმ­ცა წეს­დე­ბის თა­ნახ­მად ამის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა, რად­გან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და. იმ­ხა­ნად ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ წეს­დე­ბა­ში ეს ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნეს იმის გამო, რომ მას არ მი­ე­ღო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში არ მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"წეს­დე­ბა­ში, რო­მელ­სა მე ვიც­ნობ­დი, არ იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. თუ არ ვცდე­ბი, შარ­შან მოხ­და წეს­დე­ბა­ში ამ ცვლი­ლე­ბის ჩუ­მად შე­ტა­ნა. აღ­მას­კო­მის სხდო­მა­ზე მოხ­და ეს ცვლი­ლე­ბა თუ რო­გორ არ ვიცი. და­სა­მა­ლი არ არის ის, რომ მე არ მაქვს დიპ­ლო­მი, მე­ო­რე კურ­სი­დან, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ვერ გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. არ ვიცი რა ვი­ფიქ­რო, არ მინ­და პირ­და­პირ ხელი და­ვა­დო ვინ­მეს. ვი­ღა­ცამ გა­ი­გო, რომ მე არ მაქვს დიპ­ლო­მი და იზ­რუ­ნა იმა­ზე, რომ ერთ-ერთი კონ­კუ­რენ­ტი ასე მო­ე­ცი­ლე­ბი­ნათ? - მე ამ კი­თხვას ვსვამ,"- აცხა­დებ­და იმ­ხა­ნად მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი.

ის ასე აპი­რებ­და ამის გამო სა­სა­მარ­თლო­ში ეჩივ­ლა.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ეს არა­სა­მარ­თლი­ა­ნი დე­ბუ­ლე­ბა იყო.

"მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობს, სა­დაც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს ან მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში ისე­თი სის­ტე­მა იყო, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, ფეხ­ბურ­თელს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო. ეს პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში. უე­ფას პრე­ზი­დენტს, ბლა­ტერ­საც არ აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ ეს არის გან­ზრახ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. ამი­ტომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებ სა­სა­მარ­თლო­ში და ვეც­დე­ბი ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას. დე­ბუ­ლე­ბა ორი წლის შინ მი­ი­ღო ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და მო­ვი­თხოვ მის გა­უქ­მე­ბას", - აცხა­დებ­და ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ცო­ლად მომ­ღე­რალ ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის და თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი ჰყავს.

წყვილს სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ: მა­რი­ამ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1996 წელს ინ­გლის­ში, მან­ჩეს­ტერ­ში და­ი­ბა­და, გუ­რა­მი - 2001 წელს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ცი­უ­რიხ­ში, მე­სა­მე შვი­ლი - ელი­სა­ბედ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, 2013 წელს, თბი­ლის­ში. თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონს ჰყავს კი­დევ ერთი შვი­ლი, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან - გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1989 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა