თეგებით ძიება

"მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს..." - თბილისის აეროპორტის თანამშრომელი სამსახურს ტოვებს

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი, გი­ორ­გი ფხა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ 19 მა­ი­სი­დან აე­რო­პორ­ტში მო­ლა­რე-ოპე­რა­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე არ იმუშ­ვებს, რადგან არ აპირებს მოემსახუროს რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს. ამის შესახებ ფხალაძემ ambebi.ge -სთან განაცხადა.

"უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე რთუ­ლი იყო მე­მუ­შა­ვა ჩემს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და მოვმსა­ხუ­რე­ბო­დი რუს მიგ­რან­ტებს. რაც შევ­ძე­ლი, უარი ვთქვი მათ­თან რუ­სულ ენა­ზე და­მემ­ყა­რე­ბი­ნა კო­მუ­ნი­კა­ცია. ჩვენ აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს ბოლო პე­რი­ოდ­ში გვქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ აღ­დგე­ბო­და პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბი რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ეს დღეც დად­გა. ჩემ­თვის, რო­გორც რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და მო­ვემ­სა­ხუ­რო ამ რე­ი­სის მგზავ­რებს. ამი­ტომ დავ­ტო­ვე სამ­სა­ხუ­რი. მე არ მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბი რუ­სე­თი­დან პირ­და­პი­რი რე­ი­სით ჩა­მოფ­რე­ნი­ლებს და 19 მა­ი­სი­დან აღარ ვი­მუ­შა­ვებ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში!" - თქვა გი­ორ­გი ფხა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა