თეგებით ძიება

პრემიერის და ბორელის ბრიფინგი მოხუცი პროფესორისა და თავხედი სტუდენტის დიალოგს ჰგავდა - გიორგი რუხაძე

მოხუცი პროფესორისა და თავხედი სტუდენტის დიალოგს ჰგავდა, - ასე აფასებს ექსპერტი, გიორგი რუხაძე პრემეირისა და ევროკომისარის  ერთობლივ ბრიფინგს. რუხაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშვირის დაშანტაჟებას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობა ცუდად დამთავრდება.

ექსპერტი ამბობს, რომ ჯოზეფ ბორელის ტონისგან განსხვავებით, პრემიერის ტონი გაუთლელი და მტრული იყო. 

"პრესკონფერენციაც ჰგავდა მოხუცი და გამოცდილი პროფესორისა და თავხედი და უვიცი სტუდენტის დიალოგს, პროფესორს აშანტაჟებდა თავის ჭკუაში და რეალურადაც ეს არის, დღეს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ დააშანტაჟოს ევროკავშირი და მე ვიცი, ასეთი შანტაჟები როგორც მთავრდება. როგორც წესი, თავხედი სტუენტისთვის ცუდად მთავრდება. საქართელოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთის, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს ეს სტატუსი და შემდეგ იმას ფიქრობს, ვის დააბრალოს. იგივე, აი, ეს ბრიფინგი კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს იმისა, რომ ვერ საქართველომ ვერ მიიღოს ეს სტატუსი. თუ დააკვირდით, ტონი ბატონი ბორელის, იყო მეგობრული. ასე ესაუბრებიან მეგობრებს და საქართველოს პრემიერ-მინისრის ტონი იყო ხისტი, ხეპრე, ვიღაცა გაუთლელის. ასე ესაუბრებიან მტრებს", - ამბობს სტრატეგიული ანალიზიც დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირქტორი გიორგი რუხაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა