სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შსს-ს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა.