თეგებით ძიება
05. 01. 2024 ვიდეო

"კიდევ ეს იგინება... სიკვდილს წამებსა და მილიმეტრებში დავუსხლტდით ზუსტად მანდ!" - კადრები ნუცუბიძიდან, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია (ვიდეო)

"140 კმ/სთ-ით მიდიოდა ნუცუბიძის ფერდობზე, სადაც დასაშვებია 50 კმ/სთ-ით მოძრაობა. ბოლოში მაგრად გადარჩა. თქვენი აზრით, რატომ რისკავენ ასე?" - ამის შესახებ მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

კადრებს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა:

"ცოდოა, ვინმე გააუბედუროს ან თავად გაუბედურდეს სიკვდილით ან ციხით. გალახვა წამალია, ვისაც არ ეზარება და ჯანი აქვს ასეთ დროს. სამწუხაროდ, კანონი არაეფექტურია...

იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო და დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები არიან, ეგოისტები...

ასეთების ყველაზე შესაფერისი სასჯელია ცხოვრების ბოლომდე აეკრძალოს ავტომობილთან მიახლოება (ტარება მანქანის)...

კიდევ ეს იგინება...

ყველას არ უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა. ასეთები სხვასაც საფრთხეს უქმნიან და პოლიციამ უნდა გამოიძიოს, ვინ ბრძანდება ეს თავქარიანი და აეკრძალოს სააჭესთან დაჯდომა..."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა