თეგებით ძიება

"ოლიგარქები სამართლიან არჩევნებს არ ატარებენ და არჩევნებით არ მიდიან! ამიტომ წინ ვიყუროთ მეგობრებო და ბრძოლისთვის მოვემზადოთ!" - რას წერს ეკა გიგაური?

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 26 ოქტომბერს საქართველში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედგებს ეხმაურება.

მისი თქმით, არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

"ევროპაში ინტეგრაციის პრიცესი გაიყინა! ეს მოსალოდნელი იყო. ამ მთავრობას ევროპაში არავინ მიიღებს, უთხრეს კიდეც ამის შესახებ არჩევნების წინ! არც ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდება სანამ სანდო გამოძიება არ ჩატარდება ( საუბარია საერთაშორისო გამოძიებაზე ცხადია). რუსი ოლიგარქების ადგილი რუსეთშია და არა ევროპაში….

ახლა ჩვენ რას ვშვებით? წარსულში ვიქექებით? ყველამ მაქსიმუმი გააკეთა ვისაც რა შეეძლო! პირველ რიგში ქართველმა ხალხმა! ბევრი დააშინეს და მოისყიდეს, მათ ვერ გაუძლეს, მაგრამ მათ გაკიცხვასაც აზრი არ აქვს ახლა ( ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი იყო ალბათ ). ფაქტი ისაა, რომ კლეპტოკრატები და ოლიგარქები სამართლიან არჩევნებს არ ატარებენ და არჩევნებით არ მიდიან! ამიტომ წინ ვიყუროთ მეგობრებო და ბრძოლისთვის მოვემზადოთ! ეს ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ თუ მოვინდომებთ მოვიგებთ. ყველანაირი მცდელობა ფოკუსის ამ გაყალბებული არჩევნებიდან სხვა საკითხზე გადატანის არის ოცნების ინტერესებში. ამ ქვეყნისთვისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ის ასე მარტივად რუსეთს ჩავაბაროთ!", - წერს ეკა გიგაური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა