საბოლოო მიზანია, რომ ივანიშვილი გააუქმებს არჩევნების შედეგებს, იქნება განმეორებითი არჩევნები და მორჩება ამბავი - ნიკა გვარამია
კოალიცია “ცლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ოპოზიციის მიზნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოო მიზანია, “ბიძინა ივანიშვილმა გააუქმოს არჩევნების შედეგები და ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები“.
გეგმის გამოცხადება, ზოგადად, გულუბრყვილოდ ჟღერს, როცა კონტექსტი იცვლება ყოველდღიურად. ჩვენ ყოველდღე უნდა ვიცოდეთ. თუ რას ვაკეთებთ ხვალ. ან ამ საღამოს. აუცილებლად იქნება დღე, როდესაც ჩვენ გავალთ და არ შემოვალთ იქამდე, ვიდრე შედეგი არ დადგება. ამას ღიად ვამბობ.
ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან წავა, ეს საკითხია მთავარი ამბავი. თუ ჩვენ გეგმას ვეძახით იმას, რა არის მიზანი, მაშინ ვთქვათ, რომ მოდი გვითხარით რა მიზნებია, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ. ვთქვათ, საბოლოო მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილი გააუქმებს არჩევნების შედეგებს, იქნება განმეორებითი არჩევნები და მორჩება ამბავი.
შუალედური მიზნები, ხელისუფლების იძულების ხერხები რა არის, რომ ეს მოხდეს, რა თქმა უნდა, ამას ხელისუფლება არ იზამს, რაც არ უნდა ილაპარაკონ, ქვეყნის გარეთ.
მიზნებია, პარლამენტის შეკრების არ დათმობა, ცესკოზე ისეთი ზეწოლა, რომ მათ გარეთ გამოსვლის შეეშინდეთ, თავისივე შენობიდან, სახლებიდან, ეს არ არის სასაცილო ამბავი. სამშობლოს მართმევენ, სადაც საჭირო იქნება იქ მივალ, არანაირი ზომა, ჩემს წინააღმდეგ გამოყენებული, არაერთხელ გამოიყენეს უკვე, მაგრამ იმაზე უარესი რა უნდა იყოს, რომ სამშობლოს გარეშე დატოვებ საკუთარ შვილებს. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებ.
კონსტიტუცია და საერთაშორისო კონვენციები გვეუბნებიან:
თუ ხელისუფლებებას გართმევენ - მოიპოვე უკან.
თუ ქვეყანას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას გართმევენ - მოიპოვე უკან.
ეს ასე იქნება, ამას მოვიპოვებთ უკან.
თუ ქუჩაში საჭირო იქნება ერთი, ათი თუ ასი დღე დგომა - ეს იქნება“, - განაცხადა გვარამიამ.
წყარო: ტვ პირველი