თეგებით ძიება
16. 01. 2024 ვიდეო

"ჩვენ თანხა მივიღეთ მხოლოდ ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებში" - "მილენიუმ ბილდერ გრუპის" ხელმძღვანელი მერიის ბრალდებებს პასუხობს

"არ მომისმენია კომენტარი, არ ვიცი რაზეა საუბარი" - ასე პასუხობს კომპანია "მილენიუმ ბილდერ გრუპის" ხელმძღვანელი შეკითხვას, რას გულისხმობს კალაძის მოადგილე, როდესაც ამბობს, რომ უხარისხო სამუშაოების გამოსწორება თავადვე მოუწევთ.

გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, მათ თანხა ხარისხიანად შესრულებული სამუშაოებისთვის მიიღეს:

"ჩვენ გვაქვს მერიასთან ოფიციალური მიწერ-მოწერა, რომელიც არის საჯარო და შეგიძლიათ გამოითხოვოთ და იქ ჩვენს პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით ნათლად დაინახავთ. რაც იყო გაკეთებული ჩვენ თანხა მივიღეთ მხოლოდ ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებში. უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში არც ერთი კაპიკი მერიას ჩვენთვის არ გადაუხდია." თქვა გიორგი ბუტიკაშვილმა "მთავართან" სატელეფონო საუბარში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მერიამ კომპანიებს  "მილენიუმ ბილდერსა" და "ერტედეს", რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტები შეუწყვიტა.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, აღნიშნულ კომპანიებს  უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორება მოუწევთ.

ნახეთ ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა