"მინახავს ხალხი, რომელმაც ერთხელ მოწია და იმის შემდეგ შფოთვებში და პანიკებშია“ - ფსიქიატრი მარიხუანას ზემოქმედებაზე (ვიდეო)
რა ზემოქმედებას ახდენს მარიხუანა ადამიანის ტვინსა და პოტენციაზე - ამის შესახებ ფსიქიატრი ლევან ანდრონიკაშვილი „იმედის დღეში“ საუბრობს.
მისი თქმით, მარიხუანა თავისი ცუდი გავლენით ურტყამს მეხსიერებას, კონცენტრაციას, გადაწყვეტილებების მიღება, ამ დროს ადამიანი კარგავს დროის შეგრძნებას.
„მსოფლიოში მარიხუანა მესამე ადგილზეა, ყველაზე ხშირად მოხმარებად ნივთიერებაში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადიქცია.
მინახავს ხალხი, რომელმაც ერთხელ მოსწია და იმის შემდეგ შფოთვებში და პანიკებშია.
10-15 წლის წინ უკვე ვიცოდით, რომ ორსულობის მოშლის დროს ან მამაკაცი იყენებდა მარიხუანას, ან ქალი“, - ამბობს ფსიქიატრი.