"მოკლულებს შორის, არის ტაქსის მძღოლი, რომელმაც ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
რუსთავის ბაზრობაზე შეიარაღებული პირი შეიჭრა – არიან გარდაცვლილი და დაჭრილები.
რამდენიმე წუთის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული სამი ადამიანი, ასევე არიან დაჭრილები.
როგორც თვითმხილველი ამბობს, უცნობმა პირმა ბაზრის ტერიტორიაზე ადამიანები მოკლა.
"უცნობი პირი შეიჭრა ბაზარში და ადამიანები მოკლა. ამბობენ 3 ადამიანიო. ზოგი ოთხიო, ამბობს. სხვა არაფერი ვიცით",- ამბობენ თვითმხილველები.
მოკლულ 4 ადამიანს შორის არის ტაქსის მძღოლიც, რომელმაც ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან არ წაიყვანა.
ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, ბრალდებულს ბიძასგან ხორცი უნდოდა ნისიად. უარის შემდეგ გახსნა ცეცხლი. და ბაზარში მოკლა სამი ადამიანი. შემდეგ ესროლა ტაქსის მძღოლს, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან არ წაიყვანა.