თეგებით ძიება
14. 03. 2024 ვიდეო

"საშინლად შევშინდით, მეგონა, ომი დაიწყო" - რას ამბობენ ადგილობრივები სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე? (ვიდეო)

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც.

კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები.

მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მომხდარის გამომწვები მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა